Sunday, September 4, 2016

მეორე დღე

დღევანდელი  ტრენინგი  ძალიან  საინტერესოდ  წარიმართა.  გავეცანით  იმ  ძირითად  მოთხოვნებს,  რომლებიც  უნდა  ახასიათებდეს  კარგ  პროექტს. გავეცანით პროექტის  გეგმის  შაბლონს  და  შევასრულეთ  შაბლონის  გადანახვის  პროცედურა. დავიწყეთ  მუშაობა  საკუთარი   სავარაუდო პროექტის  გეგმაზე. გავეცანით  პუბლიკაციის   მნიშვნელობას პროექტისათვის.  გავეცანით  პუბლიკაციის  ნიმუშებს.ძალიან  საინტერესო  იყო  ეს  აქტივობა.  მეც  აუცილებლად  გამოვიყენებ  მას  ჩემი  პროექტისათვის.  გავეცანით  ახალი  ბლოგის  შექმნას. ვისწავლე  თუ  როგორ  უნდა  შეიქმნას  ახალი  ბლოგი  და  ამასაც  ვცდი  და  გამოვიყენებ  სამომავლოდ.  სულ  მაინტერესებდა  თუ  როგორ  ხდებოდა  ინფორმაციის  გამოქვეყნება  ბლოგზე  და  მიხარია,  რომ  ეს  შევისწავლე. ვთვლი,  რომ  ეს  ტრენინგი  ჩემთვის  იყო შინაარსიანი.  მივიღე  ცოდნა  და  გარკვეული  უნარ-ჩვევებიც  შევიძინე. გამიჩნდა  მრავალი  შეკითხვაც,  რომლებზეც  პასუხს  ალბათ  მომავალ  ტრენინგებზე  მივიღებ. მადლობა   ტრენერს-  დიმიტრი  პოპოვს  დიდი  გულმოდგინებისა  და კეთილგანწყობილი  თანამშრომლობისათვის.

5 comments:

  1. მოხარული ვარ რომ ტრენინგზე განხილული საკითხები თქვენ ასე შეაფასეთ, დაინახეთ მათი საჭიროება და პრაქტიკაში დანერგვის მზაობა გამოხატეთ, თამმად დასვით კითხვები და მიიღებთ მათზე პასუხებს ტრენინგზე

    ReplyDelete
  2. მოვისმინე თქვენი პროექტის "წერითი მეტყველება" -სთვის კითხვები, როგორც ზოგადი ისე თემატურიც და შინაარსობრივიც , რომელიც ძალიან მომეწონა. კარგი იქნება ბოლომდე ასეთი აქტიური იქნები

    ReplyDelete
  3. კარგად გაქვს ტრენინგზე განხილული საკითხები. ყოჩაღ!

    ReplyDelete
  4. კარგად გაქვს ტრენინგზე განხილული საკითხები. ყოჩაღ!

    ReplyDelete
  5. მოვისმინე თქვენი პროექტის "წერითი მეტყველება" -სთვის კითხვები, როგორც ზოგადი ისე თემატურიც და შინაარსობრივიც , რომელიც ძალიან მომეწონა. კარგი იქნება ბოლომდე ასეთი აქტიური იქნები

    ReplyDelete