Sunday, September 25, 2016

მე-8 დღე

         დღეს  განვიხილეთ  საინტერესო  საკითხები.  მე-6  და  მე-7  მოდულები.ვისაუბრეთ  დაგეგმვისა  და  ფასილიტაციის  საკითხებზე.  წყვილში  განვიხილეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები  და  მივეცით  ერთმანეთს  რეკომენდაციები.  ჯგუფში  შევქმენით  პროექტის  გეგმის  ჩამონათვალი  ღირებულებების  მიხედვით.  განვიხილეთ  შეფასების  რუბრიკების  ნიმუშები .   ვიმუშავეთ  ჩვენი  პროექტის  შესაბამის  რუბრიკაზე. მივიღეთ  რჩევები  ამ  საკითხზე. გავეცანით  ახალ  საიტს,  რომელიც  დაგვეხმარებაიმაში,  რომ  მოსწავლეებმა  თავად  შექმნან  ფონოგრამები.   ეს  ძალზე  საინტერსო  და  საჭირო  იყო.  ტრენერის  ბლოგზე  გავეცანით  სასარგებლო  მასლებს.  ბოლოს  მოხდა  პროექტის  გადახედვა.  მოვინიშნეთ  ის  საკითხები,  რომლებიც  დასასრულებელი  გვაქვს.  მოვინიშნეთ  დავალებები.  წინ  გველოდება  ბევრი  სამუშაო,  დიდი სამუშაო  კვირა.

Saturday, September 24, 2016

მე-7 დღე

          დღეს  განვიხილეთ  მნიშვნელოვანი  საკითხები:  მოსწავლეთა  პროექტის  შეფასება;  შეფასების  სტრატეგიების  განხილვა,  მოსწავლეთა  შეფასების  ფორმების  შედგენა;  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომებისა  და  სასწავლო  პროექტის  გეგმის  გადახედვა.  მკაფიოდ  ვისაუბრეთ  შეფასების  კრიტერიუმებსა  და  ინდიკატორებზე (გვქონდა  ჯგუფური  მუშაობა).  ვისაუბრეთ   მოსწავლეთა  შეფასების  ფორმების  შედგენის  შესახებ,  მოსწავლეთა  ჩართვის  შესახებ  შეფასების  პროცესში (  მოსწავლეებს  უვითარდებათ  სწავლის  პროცესის  კონტროლის  უნარის  შეგრძნება  და  თავს წარმატებულ,  სწავლის  უნარის  მქონე  მოსწავლეებად  მიიჩნევენ).ვისაუბრეთ  განმავითარებელი  თვითშეფასებისა  და  შემაჯამებელი  კომენტარის  შესახებ.  გავეცანით  შეფასების  დოკუმენტებს.
     იყო  რთული,  შრომატევადი  დღე.   ტრენერის  მიერ  პასუხი  გაეცა  პროექტების  მიმართ  დასმულ  შეკითხვებს. მივიღეთ  რჩევები.

Sunday, September 18, 2016

მე-6 დღე

            დღეს ძალზე შრომატევადი დღე გვქონდა. პირველ რიგში წყვილებში გავეცანით პორტფოლოს  პრეზენტაციებს.  მივეცით  უკუკავშირები.  ვისწავლეთ  პრეზენტაციის  ბლოგზე  ატვირთვა.  ჩვენი  პრეზენტაციები  ავტვირთეთ  ბლოგზე.  ვისწავლეთ  თუ  როცორ  უნდა  განვახორციელოთ  ცვლილებები  უკვე  ატვირთულ  პრეზენტაციაში.  ვისაუბრეთ  მოსწავლის  ნაშრომის  შესახებ.  გავეცანით  მოსწავლის  ნაშრომის  პრეზენტაციის  ნიმუშებს. ვისაუბრეთ  მოსწავლის  ნაშრომის  დაგეგმვის  შესახებ.  ასევე  პრეზენტაციის  ჩეკლისტის  შესახებ.  დავიწყეთ  პრეზენტაციაზე  მუშაობა  მოსწავლის  როლში.  იყო  ბევრი    კითხვები  და  კარგი  ,  საინტერესო  პასუხები. ინფორმაცია  გავიგე,  აღვიქვი  და  ვფიქრობ  გამოვიყენებ  ჩემს  პროექტზე  მუშაობისას.

პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


Saturday, September 17, 2016

მე-5 დღე

             დღეს   ტრენინგის  დასაწყისში  წყვილებში  ერთმანეთს  გავუზიარეთ  ჩვენი  პრეზენტაციების   მონახაზები,  მივეცით  ერთმანეთს  უკუკავშირები.    შემდეგ  ვიმუშავეთ  ახალ  საკითხებზე,  კერძოდ;  ვიმუშავეთ  მასწავლებლის  პორტპოლიოს  დახვეწაზე(  პრეზენტაციაზე).'  გავიხსენეთ  21-  საუკუნის  უნარები,  მოვიფიქრეთ  ჩვენი  პოექტის  შესაბამისი  აქტივობები  ამ  უნარებთან  დაკავშირებით.  ვისაუბრეთ  კარგი  უკუკავშირის  შესახებ,  გავეცანით  უკუკავშირის  ნიმუშებს.  გავეცანით  ტექნოლოგიების  გამოყენებასთან  დაკავშირებული  სამართლებრივი  და  ეთიკური  პრაქტიკისა  და  მოდელირების  სწავლების  საკითხებს.  გავეცანით  რამოდენიმე  დოკუმენტს  ამის  შესახებ.  გავეცანით  ინტელის  დაწყებითი  კურსის  ფარგლებში მასალის  გამოყენებაზე  ნებართვის  მოთხოვნის  წერილის  ნიმუშს.  ვისაუბრეთ  ინტერნეტში  ძიების  საშუალებებზე,  გავეცანით  ძიების  ხერხებს.  ვისაუბრეთ  გარდნერის  თეორიის  შესახებ.  გავეცანით  პრეზენტაციას.  იყო  ძალზე  შრომატევადი  და  საჭირო  ინფორმაცია  და  აქტივობები.  ვფიქრობ,  მოსმენილი  და  ნანახი  დამეხმარება  ჩემს  პროექტზე  მუშაობაში.

Saturday, September 10, 2016

მე-4 დღე

                     დღეს  ძალიან  შრომატევადი  დღე  გვქონდა.
         განვიხილეთ  საკითხები:  შეფასების    სხვადასხვა  მეთოდების  განხილვა;  შეფასების  განსაზღვრა  მოსწავლეთა  საჭიროებების  დასადგენად;  პრეზენტაციის  მომზადება  ჩემს  სასწავლო  პროექტზე.
           განვიხილეთ    პროექტის  დროში  გაწერილი  გეგმა.  გავეცანით  შეფასების  სტრატეგიებს.  გავეცანით  ნიმუშებს  და  მოვინიშნეთ-  მოვიფიქრეთ  ის  სავარაუდო სტრატეგიები,  რომლებიც გამოგვადგება  ჩვენი  პროექტებისათვის.  ვისაუბრეთ  პრეზენტაციის  მომზადების  მნიშვნელოვან  საკითხებზე,  გავეცანით  პრეზენტაციის  ნიმუშებს.  გავაკეთეთ  მონახაზი  ჩვენი  სამომავლო  პროექტის  პრეზენტაციის   შესახებაც.  მივიღეთ  საშინაო  დავალებაც.  დღეს  მიღებული  ცოდნა,  ვფიქრობ  გამომადგება  ჩემს  პროექტზე  მუშაობისას. ტრენერი  ამომწურავ  პასუხებს  გვაძლევს  შეკითხვებზე  და  გვიქმნის  კეთილგანწყობილ  სამუშაო  ატმოსფეროს.